18 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
"აქციის დროს დაკავებულებს ფიზიკური ძალადობის კვალი ეტყობათ"-ადვოკატი

მერიასთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და აქტივისტები საპატრულო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში არიან გადაყვანილი. გამოძიება მათ სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში აქციის 4 მონაწილე იმყოფება, კიდევ ორი პირი გადაყვანილია კლინიკაში. დაკავებულები უკვე მოინახულა ადვოკატმა, რომელიც აცხადებს, რომ დაკავებულებს ფიზიკური ძალადობის კვალი ეტყობათ.

“ორი არის სასტიკად ნაცემი. ერთ-ერთი ლაშა ჭიღლაძე ასახელებს, რომ ის უშუალოდ პოლიციელის მიერ არის ნაცემი დაკავების დროს. ასახელებს, რომ ფორმიანმა  პირმა მიაყენა მას ფიზიკური დაზიანებები. უჩივის ქალა ტვინის დახურულ ტრავმას.  ექიმების გადაწყვეტილებით ის ვერ იქნებოდა დატოვებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მოთავსების იზოლატორში და ის დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ. ასევე, აღსანიშნავია რომ დაკავებული ასახელებს, რომ მოთხოვნიდან 1 საათის გასვლის შემდგომ მოვიდა მასთან სასწრაფო დახმარების მანქანა,“-აცხადებს ადვოკატი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები