„ზონდერი ხარ!“-ასე მიმართა გადაცემა "არჩევანის" სტუდიაში მყოფ საკრებულოს დეპუტატს ჯაბა ჯიშკარიანს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მერიამ. კამათი სტუდიაში იმ დროს დაიწყო, როდესაც გადიოდა კადრები მერიის წინ „ნაციონაური მოძრაობის“ აქციის დაშლასთან დაკავშირებით.
სიტუაცია გადაცემის წამყვანმა განმუხტა და მხარეებს სთხოვა განცხადებები მშვიდ ვითარებაში გააკეთონ. როგორც გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, მაშინ როდესაც კადრები მიმდინარეობდა ნიკა მელიამ კოლექტიური ჯაბა ჯიშკარიანები უწოდა „ქართულო ოცნებას“. გაბუნიამ კი ამოქმედებული ბომბი უწოდა ნიკა მელიას.