18 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
"პოლიტიკური ნაგავი ხარ"-ბურჯანაძის თანაპარტიელები ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდნენ

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით დედაქალაქის მთავრობაში კუდ-ის და სუს-ის ყოფილი მაღალჩნოსნები მუშაობენ.

„პაპიაშვილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი მაშინ როცა 2011 წლის სტატუსი ამომიღო ჩემი. ბატონი უკლება, რომელიც ზედამხედველბის საქალაქო სამსახურის უფროსია, უშიშროების კუდ-ის ოფიცერი იყო, პაჭუაშვილი იყო კიდევ ერთ-ერთი რომელიც კრიმინალურ პოლიციაში წინა ხელისუფლების  დროს იყო. ეს ხალხი ლაპარაკობს ზონდერებზე და ეს ხალხი ლაპარაკობს აქციის დამშლელებზე,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მან ეს განცხადება „ქართული ოცნების“ წევრის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის სახე ლევან ხაბეიშვილი და ზონდერი ნიკა მელია არიან.“

სტუდიაში ხმაური მოჰყვა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელმაც ნინო ბურჯანაძეს პოლიტიკური ნაგავი უწოდა. მის ამ განცხადებას ბურჯანაძის პარტიის წევრების მხრიდან აგრესია მოჰყვა. 

დღის ამბები