„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გოკა გაბაშვილი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. საუბარია ბიძინა ივანიშვილის კომპანიისათვის პუშკინის სკვერისა და თაბორის მთის ტერიტორიაზე მიწის ფართობების გადაცემასთან დაკავშირებით.
„არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ან რა საჭირო იყო, ან ვის მოაფიქრდა, ან რა სისწრაფეა, ან რა სულსწრაფობაა რომ სწორედ ასეთ საკითხზე ყოფილიყო ახლა მსჯელობა,“-განაცხადა გოკა გაბაშვილმა
მისივე თქმით მაშინ, როცა დედაქალაქის საკრებულოში მსჯელობდნენ ბიძინა ივანიშვილისთვის თაბორის მთაზე ტერიტორიის დაკანონებაზე, ამ ადამიანმა უკვე შემოღობა ის.
„არ შეიძლება, რომ ამაზე არ ჰქონდეს რეაქცია ხალხს,“-განაცხადა გოკა გაბაშვილმა.