„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ის საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს. როგორც ხაბეიშვილი წერს, მას დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხავენ. საუბარია მერიის წინ გამართულ აქციაზე, რა დროსაც ლევან ხაბეიშვილი მისივე ინფორმაციით სუს-ის თანამშრომლებმა გაიტაცეს და სცემეს.
„ხვალ 11:00 საათზე დამიბარეს პროკურატურაში ჩემი „მოპარვის“ ამბავზე“,-წერს ხაბეიშვილი.