30 სექტემბერი 2024,   13:33
ვრცლად
"ნუ ჩაიციკლე ამ კითხვაზე"-ჯაბა ჯიშკარიანი ნოდარ მელაძეს ნარმანიაზე დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით პასუხობს

„ნუ ჩაიციკლე ამ კითხვაზე“-ასეთი პასუხი გასცა „ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატმა ჟურნალისტს ნოდარ მელაძეს დასმულ კითხვაზე „დაარღვია თუ არა თბილისის მერმა კანონი, მაშინ  როდესაც არ უპასუხა, არ შეხვდა, არ განუმარტა არ დაელაპარაკა პარლამენტის წევრს და საკრებულოს დეპუტატებს?“

ჯაბა ჯიშკარიანმა თავი აარიდა კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემას რის, შემდეგაც ჟურნალისტმა მას რამდენჯერმე მიმართა, რომ კონკრეტული შეფასება მიეცა ნარმანიას დღევანდელი ქმედებისთვის. საბოლოოდ ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ დავით ნარმანიას არ სურდა მონაწილეობა მიეღო იმ შოუში, რომელსაც ოპოზიცია დგამდა. 

დღის ამბები