ერთ ლარად ტერიტორიის გადაცემის პრაქტიკა ადრეც არსებობს -ასეთი პასუხი გასცა სახელისუფლებო გუნდის წარმოამდგენელმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტის თამარ ბაღაშვილის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწის ფართობების გადაცემას შეეხებოდა.
ბექა დავითულიანის განცხადებით ის იცნობს პროექტს და ადგილზე, რომელიც გადაეცემა ბიძინა ივანიშვილის კომპანიას 120 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა.
„ერთ ლარად მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად გადასცა და ეს პრაქტიკა ადრეც მიღებული იყო“,-განაცხადა ბექა დავითულიანმა
თამარ ბარაშვილი დაინტერესდა ჰქონდა თუ არა მას ნანახი პროექტი, რომელსაც არც საზოაგდეობა და არც საკრებულოს ოპოზიცია არ იცნობს, რაზეც დავითულიანმა უპასუხა, რომ პროექტი ხელმისაწვდომია ყველასთვის.