30 სექტემბერი 2024,   13:28
ვრცლად
"უგულავას შეცდომები, მელიას შეცდომები, ჩემი შეცდომები, ყველა იყო საერთო"-გაბაშვილი

„შეცდომები და წარმატებებიც იყო საერთო“- ეს განცხადება გოკა გაბაშვილმა ნიკა მელიას საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ უგულავას მხრიდან შეცდომა იყო თუნდაც "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულება.

„ჩვენი შეცდომებიიც საერთოა, ჩვენი წარმატებებიც საერთოა. შეცდომები მაღალმშენებლობებთან დაკავშირებით,  მწვანე სივრცეებთან დაკავშირებით, ის რომ პრიორიტეტები იყო სხვა, ის რომ სამუშაო ადგილები და დასაქმების პრიორიტეტები იყო უფრო წინ ეს ყველაფერი შეიძლება იყო ჩვენი შეცდომა მათშორის "სითი პარკის" ხელშეკრულებაც. მაგრამ არასდროს არ ვიზავ მე იმას, რომ ახლა დავდგე და ხელი გავიშვირო და ვიკადრო ის რომ ვთქვა რომ წარმატებები ჩვენი იყო  და შეცდომები სხვისი. გიგი უგულავას შეცდომები, ნიკა მელიას შეცდომები, ჩემი შეცდომები ყველა იყო ერთობლივი და  წარმატებებიც იყო საერთო“,-განაცხადა გოკა გაბაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები