„ეს არის თამარ ბაღაშვილი, რომელიც ჩვენ გვაბრალებდა რაღაცეებს“,-ასე უპასუხა ჯაბა ჯიშკარიანმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელმაც საკრებულოს დეპუტატს ის წლები შეახსენა, როდესაც თავად იყო ოპოზიციაში და მიწების გასხვისებას და აქციის მონაწილეების დაკავებას აპროტესტებდა.
ჯაბა ჯიშკარიანმა რამდენჯერმე სცადა ჟურნალისტის გაჩუმება, თუმცა თამარ ბარაშვილმა ჯაბა ჯიშკარიანს მოსთხოვა კონკრეტული პასუხები გაეცა მაგალითად იმასთან დაკავშირებით თუ რა დააბრალეს მას.
„ოპოზოციაში როგორც გჩვეოდათ ჟურნალისტებთან ურთიერთობა ახლაც ასე აგრძელებთ და ვერ ხვდებით, რომ ხელისუფლებაში ხართ,“-მიმართა თამარ ბაღაშვილმა ჯაბა ჯიშკარიანს.