18 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
მოწმეთა დაკითხვის წესი - "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი" ხარვეზებზე საუბრობს

"ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი" მოწმეთა დაკითხვის წესში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კანონში, რომელიც უკვე წელიწადნახევარზე მეტია მოქმედებს, დარღვეულია მხარეების თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, რადგან მოწმის დაკითხვა მაგისტრ მოსამართლესთან მხოლოდ ბრალდების მხარეს შეუძლია.

"ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის" იურისტების მტკიცებით, შეცვლილმა კანონმა ვერ შეძლო სამართალდამცველების მხრიდან დაკავებულთან არასათანადო მოპყრობის შეცვლაც.

კვლევის დეტალებზე სამოქალაქო სექტორი დღეს ისაუბრებს.

„მოწმის დაკითხვის ახალი წესი, მრავალი მიმართულებით არის პრობლემური. მხოლოდ ბრალდების მხარისთვის მინიჭება იმ პრეროგატივის, რომ მოწმე დაიკითხოს მაგისტრანტ მოსამართლესთან, ეწინააღმდეგება შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპს,“ - განაცხადა ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტმა თამარ ავალიანმა.

დღის ამბები