ეროვნულ ბიბლიოთეკაში ენციკლოპედიური ალბომის ” ქსოვილები საქართველოდან” პრეზენტაცია გაიმართა. ორენოვანი გამოცემა ქართული ისტორიული ქსოვილის შესახებ, მე-7 და მე-20 საუკუნეებს 200-ზე მეტ ფრესკასა და 300-მდე ტექსტილის სახეობას აერთიანებს.
„ეს გახლავთ 400 გვერდიანი ალბომი, რომელიც მოგვითხრობს ქართულ ისტორიულ სამოსზე. ამ ალბომში შესული არის მასალა მე-7-დან, 21-ე საუკუნის დასაწყისამდე,“ - განაცხადა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.