18 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
გიორგი ვაშაძე კერძო პირებისთვის 1 ლარად ქონების გადაცემის აკრძალვას ითხოვს

„ახალი საქართველოს“ ლიდრი საინვესტიციო ვალდებულებების სანაცვლოდ, ერთ ლარად სახელმწიფო ქონების გადაცემის აკრძალვას ითხოვს. გიორგი ვაშაძე ბოლო დღეებში თბილისსა და ბათუმში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის მიუღებელია ბიძინა ივანიშვილზე ერთ ლარად მიწის ნაკვეთების გასხვისება.

მომდევნო კვირას პარტია პარლამენტს კანონპროექტით მიმართავს, რომლითაც ერთ ლარად მიწის გადაცემის საკნონმდებლო დონეზე აკრძალვას მოითოხვს.

„აიკრძალოს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად ქონების გადაცემა გარკვეული საინვესტიციო  ვალდებულებებით ერთ პირთან მოლაპარაკებების გზით. ერთ ლარად გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით მოხდეს სრული შესწავლა 2000 წლიდან მოყოლებული, რომ ჩვენ დავინახოთ ხდება თუ არა სახელმწიფო ქონების განიავება,“ - განაცხადა „ახალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები