ნობელის პრემია ფიზიკის დარგში ამერიკელ მეცნიერებს გრავიტაციული ტალღების აღმოჩენისთვის გადაეცათ. პრემია სამმა მეცნიერმა - რაინერ ვაისიმ, კიპ ტორნიმ და ბარი ბარიშმა გადაინაწილეს.
ნობელის კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფიზიკოსებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გრავიტაციული ტალღების დეტექტორის შექმნასა და მათზე დაკვირვებაში. გრავიტაციული ტალღები, რომელთა არსებობაც ალბერტ აინშტაინმა 100 წლის წინ ფარდობითობის თეორიაში ივარაუდა, პირველად 2015 წლის 14 სექტემბერს ჩატარებული ექსპერიმენტის დროს აღმოაჩინეს.
ლაბორატორიაში ორი შავი ხვრელის შეჯახების შემდეგ მეცნიერებმა ე.წ. ლიგოს დეტექტორით დროისა და სივრცის მატერიაში რყევები დააფიქსირეს. აღმოჩენის შესახებ ცნობილი 2016 წელს გახდა.