ბათუმის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის პროცესი განახლდა. სასამართლომ ერთ-ერთ მთავარ მოწმეს აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს, კახა ბუხრაძეს, მოუსმინა.
კახა ბუხრაძე 11-12 მარტის მოვლენების მთავარი პერსონაა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ კახა ბუხრაძის თანამდებობიდან გადაყენება იყო. აქციების წინ კი მის საწინააღმდეგო კამპანიას სოციალურ ქსელში სწორედ მერაბ ღოღობერიძე აწარმოებდა და ბუხრაძეს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებდა.
პროცესზე კახა ბუხრაძემ მერაბ ღოღობერიძესთან ურთიერთობის დეტალები გაიხსენა.