მედიაში ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, პროკურატურამ მამა გიორგი მამალაძის ყველა ადვოკატი დაიბარა. უწყებამ გამოძიება დაიწყო, რომელსაც მსჯავრდებულის დაცვის მხარე მათზე დაწყებულ ზეწოლად აფასებს.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი პროკურატურას ბოდიშის მოხდას და მამა გიორგი მამალაძის პატიმრობიდან დაუყონებლივ გათავისუფლებას სთხოვს. წმინდა სინოდის წევრის აზრით, მთავარმა საგამოძიებო უწყებამ დღევანდელი განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მღვდლის უდანაშაულობა აღიარა.
მეუფე პეტრე ამტკიცებს, რომ პროკურატურამ მაღალი თანამდებობის პირები, საზოგადოება და ეკლესია შეცდომაში გამიზნულად შეიყვანა.
პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყება შაბათის კურიერის მიერ პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის, სასამართლო დაკითხვის ოქმის გასაჯაროებას მოჰყვა.
ჩანაწერში თეთრუაშვული ყვებოდა, რომ მამა გიორგი მამალაძის საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსად დანიშვნას პატრიარქის კარზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა.
ავტორი: ემა გოგოხია