სეისმოლოგები ახალაშენებული მრავალსართულიანი კორპუსების გამძლეობას ეჭვქვეშ აყენებენ. სეისმოლოგი, თეა გოდოლიძე, ახალაშენებულ მრავალსართულიან კორპუსებს "ბეტონის სასაფლაოს" უწოდებს.
სპეციალისტების მტკიცებით, დედაქალაქში აშენებულმა ასობით საცხოვრებელმა, შესაძლოა, საშუალო მაგნიტუდის მიწისძვრასაც ვერ გაუძლოს. ამის მიზეზად კი, თბილისის ქაოტურ განაშენიანებას ასახელებენ.
სპეციალისტების თქმით, თბილისში მშენებლობის დასაწყები დოკუმენტები სათანადო გეოლოგიური დასკვნების შესწავლის გარეშე გაიცემა.
არქიტექტორებიც და ურბანისტებიც თანხმებიან, რომ თბილისის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლის საფუძველზეც, ქალაქში მშენებლობის ნებართვა გაიცემა, მოძველებულია. სპეციალისტები ამბობენ, რომ უკვე აშენებული კორპუსებისა და მიმდინარე მშენებლობებისგან ქალაქისთვის მიყენებული ზიანის მოგვარება უკვე შეუძლებელია.
უბნების განაშენიანების პრობლემის მოგვარებას დედაქალაქის მერიაში თბილისის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაში ხედავენ. პროექტის შესაქმნელად მერიამ კონკურსი 2015 წლის მაისში გამოაცხადა, თუმცა ქალაქის სამსახურებს ახალი სამუშაო გეგმა 2 წლის შემდეგაც არ გააჩნიათ.