პროდუქტზე გაზრდილი ფასები და უმუშევრობა - ეს არის მთავარი პრობლემები, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობა არჩევანთან საუბრისას ასახელებს. ბორჯომის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის მოსახლეობა ჰყვება, რომ შემოსავალი თითქმის არ აქვთ, ფასები კი პროდუქტებზე ყოველდღიურად მატულობს. მოსახლეობა ამბობს, რომ რეგიონი სიღარიბის ზღვარს მიღმაა.
„ცხოვრება გაგვიძვირდა, გაგვიჭირდა. ცეცხლი უკიდია ყველაფერს“, -ამბობს ბორჯომის მკვიდრი.
ადგილობრივები ასევე, ანტისანიტარიასა და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას უჩივიან. არის ქალაქები სადაც ბუნებრივი აირის გაყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება, რის გამოც მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს.