ქვახვრელთან საპროტესტო აქციის დროს დაკავებული პირები გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეები, ადმინისტრაციული წესით პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
მათ შორის "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატიც იყო. ოცნების გორის საოლქო ორგანიზაციაში გათავისუფლების ფაქტს ადასტურებენ და პარტიის შიდა მოკვლევის ჩატარებას არ გამორიცხავენ. რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელთანაც აქციის მონაწილეები შეხვედრას ითხოვდნენ. ის მოსახლეობას უახლოეს დღეებში შეხვდება და პრობლემის მოგვარებაზე იმსჯელებს ადგილობრივებთან.
„მე აუცილებლად შევხვდები უახლოეს მომავალში ქვახვრელის მოსახლეობას. ჩავაყენებ ყველა დეტალზე საქმის კურსში, სრული სიმართლე რაც არის. ადამიანებს ვისაც უნდათ დეზინფორმაცია გაავრცელონ და მოატყუონ ადგილობრივი მოსახლეობა, ამ ტყუილის უფლებას ჩვენ არ მივცემთ,“-აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი.