18 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
ლას-ვეგასში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ერთი საათით ჩაბნელდა

ლას-ვეგასში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ერთი საათის განმავლობაში ჩამქრალი იყო თბილისის ანძა.

საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის გადაწყვეტილებით განათება საღამოს 08:00 საათზე გამორთეს. დედაქალაქის მერიამ განცხადება გაავრცელა:

„ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მწუხარებას გამოთქვამს აშშ-ის ნევადის შტატის ქალაქ ლას-ვეგასში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო - უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, აშშ-ის მოქალაქეებსა და მთავრობას, დაშავებულებს კი ჯანმრთელობას უსურვებს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები