18 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
სპეცსამსახურების აგენტის ალეკო სამუშიას შვილი შს სამინისტროში დაიბარეს 

დაკავებული სპეცსამსახურების საიდუმლო აგენტის ალეკო სამუშიას შვილი დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული.

ოჯახის ადვოკატის განმარტებით, ნიკა სამუშია უწყებაში სავარაუდოდ ოჯახისთვის დაცვის დანიშვნის საკითხზე დაიბარეს.

ზვიად კუპრავა ამბობს რომ სამინისტროს ამჯერად პირადად სპეც-აგენტის შვილმა მას შემდეგ მიმართა, რაც მათი ორგანიზაციის განცხადების საპასუხოდ ოჯახს გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად მხოლოდ 112-ის ნომერი მისცეს.

კუპრავა იმედოვნებს, რომ უწყება ამჯერად მაინც დააკმაყოფილეს სამუშიას ოჯახის წვერების თხოვნას და მათ პირადი დაცვა დაენიშნებათ.

„ნიკა სამუშიას დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელმაც დაგვიბარეს შს სამინისტროში. ვნახავთ როგორი ადეკვატური იქნება შს სამინისტრო. ეს იქნება იმ კურსის გაგრძელება და ისევ მოგვცემენ 112-ის ნომერს თუ ნამდვილად იქნება ადეკვატური და რეალურად იქნება თუ არა უზრუნველყოფილი ამ ადამიანების უსაფრთხოება,“-განაცხადა ”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ.

დღის ამბები