18 ნოემბერი 2024,   11:50
ვრცლად
„ცენტრ პოინტის“ შეჩერებული მშენებლობების "M2"-ის მიერ დასრულებაზე, დაზარალებულებს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ

„ცენტრ პოინტის“ შეჩერებული მშენებლობები შესაძლოა, "M2"-მა დაასრულოს. შეხვედრა კომპანიების წარმომადგენლებსა და დაზარალებულებს შორის ცოტა ხნის წინ დასრულდა. "M2" და "ცენტრ პოინტი" პასუხს დაზარალებულებისგან უახლოეს მომავალში ელოდებიან.

კომპანია მათ ბინებს შავი კარკასის მდგომარეობაში ჩააბარებს. მოწესრიგებული იქნება ეზოები, ბინების კარ-ფანჯრები.

დაზარალებულების განცხადებით, მათ საბოლოოდ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ, დათანხმდებიან თუ არა M2-ის შეთავაზებას, თუმცა ასევე ამბობენ, რომ კომპანიის პირობებს, სავარაუდოდ, დათანხმდებიან რადგან სხვა გზა არ აქვთ. 

ბინათმესაკუთრეებმა საბოლოო გადაწყვეტილება დაახლოებით, 2 თვეში უნდა მიიღონ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები