18 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
ოპოზიციური პარტიები "რუსთავი 2"-ის დაკვეთით "ედისონ რისერჩის" მიერ ეგზიტპოლის ჩატარებას დადებითად აფასებენ

„არანაირი საფუძველი არ გაგვაჩნია, რომ რაიმე ეჭვი შევიტანოთ მათ მიერ ჩატარებულ კვლევაში“,-ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა ამერიკული კომპანიის "ედისონ რისერჩის" შესახებ გააკეთა. სწორედ ეს კომპანია ჩაატარებს „რუსთავის 2“-ის დაკვეთით 21 ოქრომბერს ეგზიტპოლებს ქუთაისსა და თბილისში. "ზაალ უდუმაშვილის" თქმით ედისონ რისერჩი მაღალი სანდოობით გამოირჩევა.

ასეთი კვლევების ჩატარებას მიესალმებიან ოპოზიციის სხვა წევრებიც. მათ შორის "ევროპული საქართველოც," სადაც ამბობენ, რომ ასეთი კვლევებით ქვეყანა განებივრებული არ არის და კარგია თუ "რუსთავი 2" ამას გააკეთებს.

კვლევის ჩატარების მომხრეა პაატა დავითაიაც. მისი განცხადებით "რუსთავი 2"-ის მიერ ჩატარებული კვლევები ხშირად ემთხვევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ამ კომპანიის შესახებ არაფერი იციან, ამიტომ კომენტარის გაკეთება უჭირთ.

„კომენტარს ვერ გავაკეთებ, არ ვიცნობ“,-აცხადებს გიორგი კახიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები