18 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
"დაზარალებულებზეა დამოკიდებული, "M2"-თან მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ, თუ არა"- გუკა რჩეულიშვილი

„შევთავაზეთ დაზარალებულებს გამოსავალი. ახლა მათი გადასაწყვეტია, თანახმა არიან თუ არა ამ გამოსავალზე. დაზარალებულებზეა დამოკიდებული, "M2"-თან მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ, თუ არა,“- ეს განცხადება „ცენტრ-პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გუკა რჩეულიშვილმა „ცენტრ პოინტის“ შეჩერებული მშენებლობების "M2"-ის მიერ დასრულებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, კომპანია დაზარალებულებს ნორმალურ პირობებს სთავაზობს და ახლა მათი გადასაწყვეტია, გაგრძელდება თუ არა "M2"-თან მოლაპარაკებები.

„ამდენი პაუზისა და ჩიხური მდგომარეობის შემდეგ, ეს სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი გამოსავალია. პირობები არის ყველასთვის მისაღები და ნორმალური. ამ მომენტში ვერც ერთი მხარე უკეთესს ვერავის შევთავაზებთ,“- განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები