18 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში სასამართლოში გაასაჩივრეს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშილმა, რომელმაც მამა გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მიიღო უკანონო და პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„ყველა ის მოწმე, რომელიც დაიკითხა, ყველა ის მტკიცებულება, რომელიც გამოკვლეულ იქნა, აშკარად მიუთითებს, რომ აბსოლუტურად არ დასტურდება ის წაყენებული ბრალი, რაც ანგარებით წაუყენა პროკურატურამ და არც ის გადაკვალიფიცირებული ბრალი, რომელიც განაჩენის სახით ასახა ბესიკ ბუგიანიშვილმა,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ადვოკატი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლოში, ორი მოსამართლე მაინც გაიზიარებს მათ მოთხოვნას.

„ალბათ ყველა ხედავთ, როცა დახურული სასამართლო პროცესიდან გამოვდიოდით, ჩვენ ვსაუბრობდით ერთს, პროკურორები საუბრობდნენ მეორეს. საზოგადოება ვერ გებულობდა რა იყო სიმართლე. როცა ეს ინფორმაცია გაჟღერდა, თავზე ჩამოენგრა პროკურატურას ის შექმნილი არარსებული ბრალი,“ - ამბობს ფანცულაია.

პარალელურად, ადვოკატები პროკურატურაში გამოკითხვაზე არიან დაბარებულები. უფლებადამცველები გეგმავენ, რომ მამა გიორგი მამალაძის კიდევ ერთი ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მსგავსად, საგამოძიებო უწყებას ჩვენება არ მისცენ და მათი დაკითხვა მოითხოვონ მოსამართლის თანდასწრებით.

 

დღის ამბები