როგორ დავიცვათ თავი ფინანსური პირამიდისგან და რა რისკებს შეიცავს, ერთი შეხედვით მიმზიდველი შემოთავაზებები - საინფორმაციო ვიდეორგოლი და ბუკლეტები საზოგადოებას დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა წარუდგინა. კობა გვენეტაძემ, მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა და 2018 წელი ფინანსური განათლების წლად გამოაცხადა. საინფორმაციო კამპანიის მიზეზი, ფინანსური პირამიდით დაზარალებულთა რაოდენობის ზრდა გახდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს მომავალში იგეგმება საკანონდებლო ცვლილებების მიღებაც, რაც მოსახლეობას რისკებისგან დაიცავს.