მედიის თავისუფლება და საკონსტიტუციო ცვლილებები - ამ საკითხებზე იმსჯელეს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში. შეხვედრის მონაწილეებმა მედიის მდგომარეობის თვალსაზრისით, საქართველოში არსებული მდგომარეობაც განიხილეს.
ასევე ისაუბრეს ეუთოს სამხრეთ კავკასიის კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში უკვე 14 წელია ტარდება, ჰარლემ დეზირმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ამ ფორუმის ტრადიციული მასპინძლობისთვის.
"რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ საქართველოში მედიის მდგომარეობასთან დაკავშირებული მრავალი საკითხი. პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც გამოქვეყნების შემდეგ, უზრუნველყოფს ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ფუნდამენტური უფლების აღიარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელმა საქართველოში ჰარლემ დეზირმა.