18 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
თბილისში ქართულ-იტალიური ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს

თბილისში ქართულ-იტალიური ბიზნეს ფორუმი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს 30-ზე მეტი სხვადასხვა დარგში მომუშავე იტალიური კომპანიის წარმომადგენელი და იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტო ეწვია. შეხვედრაზე კერძო სექტორის მიმართულებით კონკრეტულ გეგმებსა და შეთავაზებებზე ისაუბრეს.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ გაიზიაროს ის ცოდნა, რომელიც დაგროვილია იტალიურ კომპანიებში.

„ჩვენთვის საინტერესოა ოპერირება და იმ ცოდნის წამოღება, რომელიც დაგროვილია იტალიურ კომპანიებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებში, რომელიც გვაქვს ევროკავშირთანაც, ჩინეთთანაც ვქმნით საკმაოდ მიმზიდველ პლატფორმას,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები