26 აპრილი 2024,   23:07
ვრცლად
განახლებული "კომედი შოუ" - კომედიური ჟანრის გადაცემა ყოველ ოთხშაბათს "რუსთავი 2"-ზე 

განახლებული "კომედი შოუ" „რუსთავი 2“-ის ეთერში. კომედიური ჟანრის გადაცემა დღეიდან კვირის ნაცვლად ყოველ ოთხშაბათს, 23 საათზე გავა. "კომედი შოუს" გუნდი მაყურებლისთვის ახალ სახეებს, რუბრიკებსა და სტუმრების მიერ წარმოდგენილ მონოლოგებს აანონსებენ.

გასული წლებისგან განსხვავებით, გადაცემას ეყოლება 2 წამყვანი - თამუნა ლეკვეიშვილი და მიშა ანდღულაძე. სახალისო სკეჩები კი, დაიდგმება, როგორც სტუდიებში, ასევე თბილისის სხვადასხვა ქუჩებში.

ახალი სეზონის პირველ გადაცემაში 12 წლის წინ დადგმულ სკეჩებს, რომელიც ნანულისა და გურამის სასიყვარულო ისტორიას შეეხებოდა, გაიხსენებს შოუს პირველი სტუმარი ვანო ჯავახიშვილი. 

დღის ამბები