"ერთობა - ახალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი, დღეს დიდუბისა და ვაგზლის ტერიტორიაზე არსებული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა. გიორგი ვაშაძემ მათი პრობლემები მოისმინა. მოვაჭრეების განცხადებით, მთავარი პრობლემა ქვეყანაში არსებული სოციალური ფონია. მათი თქმით, ქალაქის მოსახლეობის დიდ ნაწილს უკიდურეს გაჭირვებაში უწევს ცხოვრება.
გიორგი ვაშაძემ მოვაჭრეებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და გამარჯვების შემთხვევაში, პრობლემების მოგვარებას დაპირდა.
"ჩვენ გვაქვს ის გეგმა თუ როგორ უნდა იყოს თბილისი ლიდერ ქალაქებს შორის, საქართველო ლიდერ ქვეყნებს შორის და როგორ უნდა დავაყენოთ ქვეყანა ფეხზე,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.