18 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
"M2"-ის წარმომადგენლებმა „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებს გეგმები გააცნეს 

„ცენტრ პოინტის“ შეჩერებულ მშენებლობებს "M2" დაასრულებს. შეხვედრა ახალ ინვესტორებსა და დაზარალებულებს შორის, დღეს შედგა. "M2"-ის წარმომადგენლები, მათ საკუთარ პირობებს სთავაზობენ და პასუხს დაზარალებულებისგან უახლოეს მომავალში ელოდებიან.

პროკურორი დავით გუმბერიძე აცხადებს, რომ დაზარალებულებმა მოისმინეს იმ გეგმების შესახებ, თუ როგორ აპირებს "M2" საბოლოოდ მშენებლობის დასრულებას. პროკურორი ამბობს, რომ დაზარალებულებისგან თანხმობას ელოდებიან.

ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული, გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებთან მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან და დატოვებენ თუ არა ისინი საპატიმროს, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა პატიმრობაში იმყოფებიან.

„თუ, რა თქმა უნდა, არ იქნება მათი მხრიდან თანხმობა, ვერ მოხერხდება საპროცესო შეთანხმების გაფორმება. საბოლოოდ, მაინც ის პირობა, რაც პროკურატურას გააჩნდა "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლების მიმართ, რჩება ძალაში. გაფორმდება საპროცესო მას შემდგომ, რაც თითოეულ დაზარალებულს არ ექნება პრეტენზია მათ მიმართ,“ - აცხადებს პროკურორი.

კომპანია "M2"-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გორგილაძე აცხადებს, რომ კომპანიას არ შეუძენია „ცენტრ პოინტი“ და მისი შესყიდვით დაინტერესებული არ არის. თუმცა "M2"-ს აქვს შესაძლებლობა პროცესში ჩაერთოს.

„"M2"-მა საკუთარი ხედვა უკვე გააცნო როგორც დაზარალებულ ბინათმესაკუთრეებს, ასევე პროცესში ჩართულ სხვა მხარეებს, თუ როგორ შეიძლება, რომ ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში. თუმცა, ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული,“ - ამბობს დავით გორგილაძე.

დღის ამბები