ეროვნული გალერეა ხვალიდან ორ გამოფენას უმასპინძლებს. ღონისძიება ორი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება.ერთი არის მულტიმედიური პროექტი კარავაჯო, რომელიც აერთიანებს 40 ნამუშევარს, რომლებიც გაბნეულია მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მათი ერთ სივრცეში ნახვა იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება მეორე კომპონენტს, ეს არის ბოტიჩელის ორიგინალი - ვენერა. 5 ოქტომბრიდან ტილო გამოიფინება ეროვნულ გალერეაში.
ეროვნული გალერეა დამთვალიერებელს 29 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.