18 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
„ოცნების“ შეთავაზებული მოტივირებული შენიშვნები - მმართველი გუნდი პრეზიდენტის პასუხს ელოდება

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის შეხვედრა შედგა. „ქართული ოცნების“ წევრები პრეზიდენტის სასახლეში 2 საათზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ და ცდილობდნენ ქვეყნის პირველი პირი დაერწმუნებინათ, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის დაბლოკვა მხოლოდ მათ მიერ შეთავაზებული პირობებით მოხდეს.

„ქართული ოცნება" გიორგი მარგველაშვილისგან 2020 წლისთვის ბარიერის დაწევას, ბლოკების შემოღებას და 2024 წლისთვის ბონუსების სამართლიანად გადანაწილების პრინციპის შემოღებას ითხოვს.

ახლა მმართველი გუნდი პასუხს პრეზიდენტისგან ელოდება. ქვეყნის პირველი პირი კი, არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციასთან მორიგი შეხვედრა გაიმართოს.

გიორგი მარგველაშვილს ზუსტად ერთი კვირა აქვს იმისთვის, რომ მოტივირებული შენიშვნები მოამზადოს. 

დღის ამბები