18 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
ელენე ხოშტარია ქალაქ სოფიას მერის მიწვევით ბულგარეთში იმყოფება

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ბულგარეთის დედაქალაქში იმყოფება. ელენე ხოშტარია ქალაქ სოფიაში მერის მოწვევით, პარტიის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან, გოკა გაბაშვილთან ერთად ჩავიდა.

განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი სივრცეები და საგზაო მოძრაობის მართვის ცენტრი ელენე ხოშტარიას პირადად მერმა იორდანკა ფანდაკოვამ დაათვალიერებინა.

კანდიდატმა სოფიას პირველი ქალი მერისგან გამოცდილების გაზიარების დაპირებაც მიიღო.

იორდანკა ფანდაკოვა ქალაქ სოფიას პირველი ქალი მერია, რომელიც ამ თანამდებობაზე უკვე სამჯერ აირჩიეს. ის ევროპაში ყველაზე რეფორმატორ მერად მიიჩნევა, რადგან მისი რეფორმების შედეგად, სოფია ევროპის წარმატებულ ქალაქებს შორის მოხვდა. 

დღის ამბები