მოზარდ მაყურებელთა თეატრი პრემიერისთვის ემზადება - მეოცე საუკუნის ერთერთ საუკეთესო პიესას დიმიტრი ხვთისიაშვილი დგამს. ”სეილემის პროცესის" ჩვენება თბილისის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართება.
ისტორიულ ფაქტებზე დაფუძნებით პიესა მეოცე საუკუნეში ამერიკელმა დრამატურგმა არტურ მილერმა დაწერა.
„სეილემის პროცესი” თითქმის სამ საათს მიმდინარეობს. სპექტაკლი, რომელიც მოზარდ მაყურებელთა თეატრის უფროსი თაობის მაყურებლისთვისაა, ქორეოგრაფიულადაც გამორჩეულია.
დიმიტრი ხვთისიაშვილის მიერ დადგმული პიესის პრემიერა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში 5 და 6 ოქტომბერს გაიმართება.