18 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
სანდრო ბოტიჩელის "ვენერა" და კარავაჯო ეროვნულ გალერეაში - გამოფენა დღეს საზეიმოდ გაიხსნა

ხვალიდან 29 ნოემბრის ჩათვლით დიმიტრი შევარდნაძის ეროვნული გალერეა 2 იტალიურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა დღეს საზეიმო ვითარებაში იტალიის საელჩოს წარმომადგენლებმა, კულტურის სამინისტრომ და პრემიერმინისტრმა გახსნეს.

გალერეაში წარმოდგენილი იქნება სანდრო ბოტიჩელის "ვენერა", რომელიც 1930 წლიდან გალერეა საბა-უდას კოლექციაშია დაცული და მის ორიგინალ ვერსიას ქართველი დამთვალიერებელი თბილისში პირველად ნახავს.

ასევე, წარმოდგენილი იქნება მულტიმედიური პროექტის ფარგლებში, კარავაჯოს 40 ნამუშევრის ნატურალური ზომის და მაღალი რეზოლუციის ციფრული რეპროდუქციები. 

 

 

დღის ამბები