18 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
"დედაქალაქის მერიამ ფარულად და ჩუმად დაუმტკიცა ივანიშვილს ქონება"-საკრებულოს ოპოზიცია

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის მიერ დამტკიცებულ საბოლოო დოკუმენტს, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის ფართობების სიმბოლურ ფასად გადაცემას გულისხმობს, კენჭი უნდა უყაროს. საუბარია თავისუფლების მოედანაზე 1900 კვადრატული მიწის ფართობსა და თაბორის მთაზე 5000 კვადრატული მეტრის გადაცემის საკითხზე, რომლის განხილვასაც საკრებულოში ხმაური უკვე მოჰყვა.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ დედაქალაქის მერიამ ფარულად და ჩუმად დაამტკიცა დოკუმენტი ისე, რომ საქმის კურსში არ ჩააყენა თბილისელები და და საკრებულოს დეპუტატები.

„დღის წესრიგში რომელიც იყო ატვირთული გუშინ მერიის შესაბამის ელექტრონულ გვერდზე ჩანდა, რომ ეს საკითხები გუშინდელ მთავრობის სხდომაზე არ უნდა გასულიყო და ჩუმად, ფარულად  მათ ისე გაიტანეს მთავრობის სხდომაზე რომ არ ჩააყენეს საქმის კურსში არც თბილისელები და არც საკრებულოს დეპუტატები და მხოლოდ მას შემდეგ რაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ახლიდან გამოუგზავნონ საკრებულოს უკვე ერთ ლარად ქონების გადაცემაზე მხოლოდ მასშემდეგ ატვირთეს დღის წესრიგი სადაც ჩანდა რომ ეს საკითხი გაიტანეს მთავრობის სხდომაზე,“-განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრსობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაშვილმა

ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისათვის-თბილისის“ თავმჯდომარის შეფასებით კი მერიის ამ ქმედებით ნათლად გამოჩნდა, რომ ხელისუფლება 1 ლარად ჩუქნის ბიძინა ივანიშვილს ქონებას.

„ბუნებრივია თბილისის საკრებულო და თბილისის მთავრობა ქცეულია ბიძინა ივანიშვილის ნოტარიუსად  და ასრულებს მის ხუშტურებს“,-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

თბილისის მერიის სხდომა გუშინ ჩაინიშნა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისთვის სიმბოლურ ფასად მიწის ნაკვეთების გადაცემასთან დაკავშირებით. ამ სხდომაზე ჟურნალისტები არ დაასწრეს.

დღის ამბები