ჩოხატაურის რაიონის მაღალმთიან სოფელ ზოტში მოსახლეობა მოუწესრიგებელ შიდა გზებს, ინფრასტრუქტურას და გაზიფიცირების პრობლემებს უჩივის. აღნიშნული პრობლემების შესახებ ადგილობრივებმა „ევროპული საქართველოს“ ლიდერთან დავით ბაქრაძესთან და ჩოხატაურის მერობის კანდიდატთან ლია ჩიგოგიძესთან ისაუბრეს. სოფელ ზოტში ამბობენ, რომ ზამთრის პერიოდში, თვეების განმავლობაში ელექტრო ენერგიის გარეშე არიან. ახალგაზრდები სოფელში სპორტულ დარბაზსაც ითხოვენ. პრობლემების განხილვის გარდა დავით ბაქრაძემ მოსახლეობას „ევროპული საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამაც გააცნო, რომლის თანახმად გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია-დანამატები და ამის ხარჯზე მოგებულ რაიონებში სოციალური დახმარება და პენსია გაიზრდება.