18 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
"ეს არის დადგმული სპექტაკლი"- ადვოკატი გიორგი ფანცულაია პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს

თბილისის პროკურატურაში მამა გიორგი მამალაძის კიდევ ერთ ადვოკატს ელოდებიან. გიორგი ფანცულაია ჩვენებების გასაჯაროების საქმეზე მოწმის სტატუსით დაიბარეს. ბრალდებული დეკანოზის უფლებადამცველი საგამოძიებო უწყებაში ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სხდომიდან აუდიოჩანაწერების მედიასაშუალებებში გასაჯაროების ფაქტზე არის დაბარებული.

გიორგი ფანცულაია პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს, რადგან აცხადებს, რომ დაწყებული გამოძიება აბსურდულია.

„არ ვაპირებ მათთვის ჩვენების მიცემას. ეს არ არის რეალური გამოძიება. ეს არის დადგმული სპექტაკლი, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული ჯარჯი წიკლაური, დაკითხული უნდა იყოს და გამოძიება უნდა იყოს დაწყებული ყველა პროკურორის, გამომძიებლების წინააღმდეგ, ვისაც საქმის მასალები მოეპოვება, ბესიკ ბუგიანიშვილის წინააღმდეგ, “- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სხდომიდან აუდიოჩანაწერების მედიასაშუალებებში გასაჯაროების ფაქტზე გუშინ პროკურატურაში იყო დაბარებული ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, რომელმაც შოთაძის უწყებას ჩვენება არ მისცა და საქმეში მაგისტრი მოსამართლის ჩართვა მოითხოვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები