18 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
ლუი ვიტონის ახალი კოლექციის ჩვენება ლუვრის მუზეუმში გაიმართა

პარიზის მოდის კვირეულზე ლუი ვიტონის მოდის სახლმა ახალი გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. ჩვენება ლუვრის მუზეუმში გაიმართა. ბრენდის მთავარმა დიზაინერმა ნიკოლა გესკიემ თემად გასული საუკუნის 80-იანი წლების სტილი აირჩია, თუმცა ვიწრო და მოკლე შარვლები მარკიზების კოსტიუმებს შეუხამა. პოდიუმი მოწყობილი იყო შუა საუკუნეების დროინდელი ციხესიმაგრის დარბაზში და მოდელები სფინქსის ქანდაკების ფონზე პოზირებდნენ. დიზაინერის განცხადებით, ამ კოლექციით მას უნდოდა ეჩვენებინა როგორ შეიძლება გასული საუკუნეების სტილის კოსტიუმები თანამედროვეობის ნაწილ იქცეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები