18 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
„მოვიკვლევ თუ რასთან გვქონდა საქმე“- ნარმანია ბაღების სკანდალზე კომენტარს არ აკეთებს

მოვიკვლევ თუ რასთან გვქონდა საქმე“-ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი ბაღების დირექტორების სკანდალს. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, "ჰქონდა თუ არა ადგილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას," დავით ნარმანიამ თავი რამდენჯერმე აარიდა და განაცხადა, რომ საკითხით დაინტერესდება.

რაც შეეხება მის მოადგილეს, ნინა ხატისკაცის განცხადებით, ამ მასალით უნდა დაინტერესდეს შესაბამის უწყება და თავდაპირველად გაარკვიოს მისი აუთენტურობა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს შესაბამისი პირების დაბარება საგამოძიებო უწყებაში.

შეგახსენებეთ, რომ სტუდია „მონიტორის“ სკანდალური ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, რომ თბილისის ბაღების დირექტორების ნაწილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიებს ადგენს და ანგარიშს ბაღების სააგენტოს უგზავნის.

გასაჯაროებული მასალების მიხედვით, მმართველ პარტიას გეგმაც კი აქვს დაწესებული - ერთი ბაღის დირექტორმა ადმინისტრაციას მხარდამჭერთა მინიმუმ, 100-კაციანი სია უნდა წარუდგინოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები