18 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
"არც სასამართლოსთვის არ ვაპირებ ამ საკითხზე ჩვენების მიცემას" - გიორგი ფანცულაია

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ თბილისის პროკურატურის შენობა ისე დატოვა, რომ გამომძიებლების კითხვებისთვის აღარ უპასუხია. ფანცულია ჩვენებების გასაჯაროების საქმეზე მოწმის სტატუსით იყო დაბარებული. იგი ასევე აცხადებს, რომ ის არც სასამართლოსთვის აპირებს აღნიშნულ საკითხზე ჩვენების მიცემას.

”მე დავაფიქსირე პოზიცია მკაფიოდ და კონკრეტულად, რომ არ ვაპირებდი ჩვენების მიცემას. ამის შემდეგ მათ დამისვეს შეკითხვები იმასთან დაკავშირებით მე მივცემდი თუ არა ჩვენებას და მსურდა თუ არა ჩვენება მიმეცა სასამართლოსათვის ამ თემასთან დაკავშირებით. მე ვუთხარი, რომ არც სასამართლოსთვის არ ვაპირებდი ამ საკითხზე ჩვენების მიცემას. იმედია მიხვდებიან, რომ სამართლებრივად ამის სრული უფლება მაქვს და ამით დამთავრდება, თუ წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საქმეს გადაიტანენ სასამართლოში, იქაც დამიჯერეთ მოვახერხებ ჩემი თავის დაცვას იმიტომ, რომ არც იქ ვაპირებ ჩვენების მიცემას,“ - განაცხადა ფანცულაიამ.

რამდენად არის შესაძლებელი, რომ დახურული სასამართლო სხდომიდან აუდიოჩანაწერები საპატრიარქოს მხრიდან გავრცელებული-ამ თემაზე დღეს  პროტოპრესვიტერმა, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა გიორგი ზვიადაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპატრიარქო უახლოეს მომავალში აღნიშნულზე განცხადებას გააკეთებს.

ზვიდაძე ასევე აცხადებს, რომ ის არ ეთანხმება მეუფე პეტრეს იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც პროკურატურას ბოდიში აქვს მოსახდელი, მამა გიორგი მამალაძის ოჯახთან და საპატრიარქოსთან.

“მე არ ვეთანხმები მეუფე პეტრეს, რომ ეს  საპატრიარქოს მხრიდან შეგნებულად არის ამასთან დაკავშირებით რაღაც მცდელობა იმის, რომ არ გასაჯაროვდეს, ეს სიმართლე არ არის. საპატრიარქოს მიერ იქნება ოფიციალური პოზიცია,"-აღნიშნა  ზვიადაძემ.

დღის ამბები