საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში პროგრამის - ”საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებისა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში ” - კურსდამთავრებულების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას რონდელის ფონდსა და sida-ს შორის, რომელიც ითვალისწინებს sida-ს მხრიდან ფონდის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობას 2017-2020 წლებში.