საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა მოინახულა. ურსულა ფონ დერ ლაიენი სკოლაში საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი II ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებსაც შეხვდა, რომლებმაც ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე მომხდარი თავდასხმის მოგერიებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.