2018 წლის 1 იანვრიდან გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსს კარგავს 1995 წელს გამოშვებული 50 თეთრიანი მონეტები. საუბარია ოქროსფერ მონეტებზე, რომელიც მიმოქცევაში თითქმის 22 წლის განმავლობაში იყო.
2018 წლიდან, ერთი წლის განმავლობაში, ძველი 50 თეთრიანის ნომინალური ღირებულებით გამოცვლა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ კომერციულ ბანკსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში.