საველე სკოლის 6 თვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ნახევარი წლის განმავლობაში 9 ახალგაზრდა ჩართული იყო პროექტში და ქვის თლას სწავლობდა.
მათი ნაწილი სარესტავრაციო სამუშაოებში ისედაც ღებულობს მონაწილეობას. კურსი კი, მათ უფასოდ გაიარეს. კულტურის მინისტრი ამ სფეროს განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს.