18 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
"ოცნებაში ჩახოცილი 15 მეანაბრე" - კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მორიგი საპროტესტო აქცია

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულები „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის შტაბთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათ მიიტანეს ბანერები წარწერით "ოცნებაში ჩახოცილი 15 მეანაბრე".

მეანაბრეები კახა კალაძესა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

დაზარალებულების მოთხოვნაა, ხელისუფლება მეანაბრეებს კომპანიის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის დარეგულირებაში დაეხმაროს, რათა მათ დაკარგული ფული აუნაზღაურდეთ. 

დღის ამბები