18 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
"პრეზიდენტმა გაითვალისწინა, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზციის პოზიცია" - ანა დოლიძე

„გადაწყვეტილება მიღებულია, რომ პრეზიდენტი თავის ვეტოში გაითვალისწინებს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ წინადადებებს, არამედ იმ პრინციპს, რომელსაც მთლიანი ოპოზიციური სპექტრი და პრეზიდენტი ეთანხმება,“ - ეს განცხადება ვენეციაში მყოფმა ანა დოლიძემ გააკეთა, რომელიც ვენეციის კომისიის ხვალინდელი სხდომისთვის ემზადება.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, ოპოზიციასთან დღევანდელ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილი პარტიების წარმომადგენლებთან შეთანხმდა, რომ მის ვეტოში გათვალისწინებული იქნება როგორც „ქართული ოცნების“ მოთხოვნები ასევე ოპოზიციის. მათ შორის, საუბარია 2020 წლიდან ქვეყნის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

„პრეზიდენტმა და ოპოზიციამ მოითათბირეს, რომ და იქიდან გამომდინარე, რომ ამოსავალი ფასეულობა არის, რომ კონსტიტუცია იყოს თანხმობის დოკუმენტი და არა რომელიმე ერთი პარტიის, არამედ მთელი პოლიტიკური სპექტრის კუთვნილება, დღეს შეთანხმდნენ 4 საკითხზე. აქედან სამი არის თავად "ოცნების" პოზიცია. დაშვებული იყოს ბლოკები, აიკრძალოს ბონუსი, პროპორციული არჩევნები შემოღებული იქნას 2020 წლიდან,“ - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.

შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციურ პარტიებსა და ქვეყნის პირველ პირს შორის დღეს გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა, მმართველ გუნდთან პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, საბოლოო პოზიციები შეაჯერეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები