კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის ოჯახი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და უნდობლობას უცხადებს. ოსორაულის დედის თქმით, საგარეო და თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელი პირები მისი შვილის ადგილსამყოფელის დადგენას დაპირდნენ.
თუმცა, კატო ოსორაული ამბობს, რომ არცერთი უწყება ამ დროისთვის ოჯახთან აღარ კონტაქტობს. ოჯახს სამხედრო პირებზე დაყრდნობით აქვს ინფორმაცია, რომ ოსორაული ცოცხალია და მისი საქართველში დაბრუნება შესაძლებელია.
ქართველი სამხედრო მფრინავი ერთ-ერთმა დაჯგუფებამ კონგოში 8 თვის წინ დაატყვევა. მოგვიანებით კი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მფრინავი გარდაცვლილად გამოცხადდა.