დღეს თბილისობაა. დედაქალაქი ამ დღეს ტრადიციული მწვადის და ღვინის გარდა, საზეიმო, გასართობი, სპორტული და კულტურული ღონისძიებით ხვდება.
თბილისობა, ტრადიციულად, ყვავილების დღესასწაულით გაიხსნება, იგეგმება გამოფენები, ელექტრონული მუსიკის კონცეტრი და სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები.
თბილისობის ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი განახლებული აღმაშენებლის გამზირი იქნება.
„წელს პირველად ჩვენი დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები იქნება, სადაც მათი კულტურის, სამზარეულოს, ტრადიციების ჩვენება იქნება. ახალ აღმაშენებელზე იქნება საქართველოს ისტორიაში არსებული მარკების გამოფეენა-ჩვენება. აქევე იქნება ჩვენება ე.წ. ორთქლის ქალაქის, რომელიც საინტერესო კონცეფციაა. რიყის ტერიტორიაზე ფრანების შოუ გაიმართება. შემაჯამებელი ღონისძიება იქნება გალაკონცერტი აბანოთუბანში,“ - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.
ორდღიანი ზეიმი ხვალ თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვებით დასრულდება.