დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა კვლავ აზიურ ფაროსანას ებრძვის. წამალი ხელისულებამ ცოტა ხნის წინ დაარიგა. თუმცა, მწერის გასანადგურებლად მისი გამოყენება შეუძლებელია. მავნებელი, რომელმაც გურული გლეხი თხილის გარეშე დატოვა, ახლა სახლებს შეესია.
გურიაში აზიური ფაროსანა არ უკვირთ, თუმცა ასეთი სიმრავლით შემოსევას ადგილობრივი ფერმერები არ ელოდნენ.
გლეხები აზიურ მავნებელს საკუთარი ხერხით ებრძვიან იმერეთშიც. ვანის რაიონის რამდენიმე სოფელში ცხოვრება, თითქმის, შეუძლებელია. მოსახლეობა ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობს.
აზიურმა ფაროსანამ სენაკის რაიონშიც შეაღწია. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ საქართველოში მოსავალი, აზიური მავნებლის გამო, თითქმის განადგურდა, სოფლის მეურნეობის სამინიტროში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
სამინისტრო უკვე ორი კვირაა, არიგებს პრეპარატს, რომელმაც, ადგილობრივების შეფასებით, შედეგი ამ დრომდე ვერ მოიტანა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, უწყება აზიურ ფაროსანას აპრილიდან ებრძვის. სპეციალისტების განმარტავენ, რომ მავნებლის დასამარცხებლად რამდენიმე წელია საჭირო.
ავტორი: ლადო მენაბდე, ედიშერ მუშკუდიანი.